გენიოსი გადაჭარბების გარეშე

როდესაც მეკითხებიან რას ვაფასებ ადამიანში ყველაზე მეტად, არასდროს ვასახელებ იმ შაბლონურ თვისებებს რომლებსაც ყველაზე ხშირად ასახელებენ: სიკეთე, ჭკუა, ერთგულება, სხვისი აზრის პატივისცემა ი.ტ.დ ი.ტ.პ კიდევ ბევრი რამ… არა იმიტომ რომ ეს თვისებები ჩემთვის ნაკლებ ღირებულია პირიქით ვთვლი რომ ეს თვისებები ადამიანს ისედაც უნდა ახასიათებდეს და ვასახელებ იმას რაც უნდა ახასიათებდეს იმისთვის რომ ჩემთვის განსაკუთრებული იყოს ეს არის მრავალმხრივი ნიჭიერება… ნამდვილი ნიჭი რომლის მინიჭებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია…. Continue reading

ანანო..:)

ანანო… შენ ხარ ჩემი ბავშვობა აი ზუსტად ის პერიოდი როცა ყველაფერი მიხაროდა სადარდებელი არ მქონდა და შენთან ერთად ვატარებდი ყოველ წამს.. ყველგან.. ყოველთვის მერე ერთნაირი რაღაცები მოგვწონდა (ან გვეგონა მოგვწონდა) როგორ მენატრება ის ჩაიში ჩაყრილი კარაქის ნაჭრები დილით საუზმის დროს რომ არ გვეჭამა… მენატრება ჩვენი ორთაბრძოლები კომფორტული სკამის დასაკავებლად და მერე გაბუტვა ორი საათით სანამისევ მოგვინდებოდა თამაში…. ის ტყუილი მრნატრება თითქოს ბიოლოგიური დები ვიყავით… თუმცა ყველამ იცოდა რომ ეს ასე არ იყო… Continue reading

ფსიქოზი 4.48

მარტო მინდა ყოფნა… მაღიზიანებს ამდენი ხალხი და ის რომ იძულებული ვარ ზრდილობის გამო გავუღიმო გავუცინო ვაქო მათი გამოხტომები ვითმინო არაფერი შევიმჩნიო და თან აქეთ მადლობელი დავრჩე.. თვითონ ზრდილობის გამო მიღიმიან და მე რომ ასე ვიქცევი უკვირთ… სარკაზმს აფრქვევენ და მეუბნებიან გეხუმრეო და ის კი არ იციან რომ სარკაზმი ჩემი მოგონილია და ხუმრობისგან ისევე ადვილად ვარჩევ როგორც ვირს ხბორებში…. ხანდახან ეს ყველაფერი მეტალის ფირფიტებივით გადაეჯაჭვება ხოლმე ერთმანეთს და ტვინში მირტყავს მერე იწყება ყველაფერი… აგრესიას ვაფრქვევ ირგვლივ და ყველა მაღიზიანებს მითუმეტეს თუ რამეს გამუდმებით ჩამჩიჩინებენ.. ყელში ბურთი მაწვება და მინდა არაადამიანურად ამოვიღრიალო მინდა რომ გავიქცე სადმე ოღონდ სად ტავადაც არ ვიცი გავიქცე სადმე ქოხში საცხოვრებლად სადაც არავინ და არაფერი იქნება წიგნების გარდა სიმშვიდეს მინდა შევერწყა და გავქრე
ფსიქოზი… Continue reading

მარტო…

…და იყო ქალი და იყო იგი მარტო ღვთისა და ერის წინაშე და იყვნენ სხვანი შავებში ჩაცმულები,უზრუნველები,ფლიდები მრუშები გლახაკნი მთხოვარნი, ამპარტავანნი, ფარისევლები გაზულუქებულთა ცოლები და თავად გაზულუქებულნი უნიჭონი უპრინციპონი, ქუჩისა და სამიკიტნოს როსკიპები… და იყვნენ სათნონი ამაქვეყნისანი: მორწმუნენი წრფელნი უანგარონი მართალნი, უბოროტონი, უანგარონი და იყვნენ ყველანი ესენი ავნი და კეთილნი ქვეყანასა ამას შინა და იყვნენ განურჩეველნი ერთმანეთის მსგავსნი როგორც წყლის ორი წვეთი და ამიტომაც ნაკლები იყო სიყვარული მეგობრობა და დაჯერება ერთმანეთის და იყო ქალი მარტო და ისინიც ვინც თითქოს ბედნიერნი და სავსენი უნდა ყოფილიყვნენ სხვა ადამიანებით იყვნენ მარტო თუმცა კი არ აღიარებდნენ ამას ამიტომ იყო ქალი მარტო… Continue reading

იაპონია -ნიჰონ (მეორე ნაწილი)

დამოკიდებულება ადრეული განვითარებისადმი
იაპონელები ადრეული განვითარების შესახებ კარგა ხანია საუბრობენ. ნახევარი საუკუნის წინ გამოიცა წიგნი “სამი წლის მერე გვიანია”, რომელმაც იაპონურ პედაგოგიკაში გადატრიალება მოახდინა. მისი ავტორი, მასარუ იბუკა, ორგანიზაცია “ტალატების სწავლების” და ცნობილი ფირმა “სონის” დამფუძნებელია. წიგნში ნათქვამია, რომ ბავშვში პიროვნების საფუძვლები სამ წლამდე იდება. პატარები ძალიან სწარაფად ითვისებენ ყველაფერს. მშობლების ამოცანაა, შეუქმნან მათ ისეთი პირობები, რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.

აღზრდისას მთავარია შემდეგი პრინციპების დაცვა: აღქმის სტიმულირება ცნობისმოყვარეობის გაღვივების გზით, ხასიათის წვრთნა, შემოქმედებითი და სხვა უნარების განვითარება. არ არის აუცილებელი გენიოსის აღზრდა, ბავშვს ისეთი განათლება უნდა მისცე, რომ ჰქონდეს “საღი გონება და ჯანმრთელი სხეული, იყოს გონებამახვილი და კეთილი”. დღეს ასეთი შეხედულებით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში ნამდვილად რევოლუციურად ჟღერდა.
გეიშა

გეიშა_芸者 იაპონურად გეისია_ ხელოვანადამიანს ნიშნავს. იაპონური ტრადიციების მიხედვით გეიშას ისეთ მეძავს უწოდებენ რომელიც თავის სტუმრებს (კლიენტებს) ართობს: -სრულად->

იაპონია -ნიჰონ( პირველი ნაწილი)

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国ნიპონ-კოკუ ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“ -სრულად->

ადამიანი_მაზოხისტი

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია ცოტა არ იყოს მიჭრს კიდეც წერა რა უნდა მოვყვე ალბათ მოსაყოლიც არაფერია უბრალოდ მინდა მქონდეს ფანქარი და უნიჭოდ მაგრამ მაინც ვხატავდე მაგრამ ცარიელ ფურცელს ჩავყურებ და ნერვები მეშლება მერე ვფიქრობ რა უნდა გააკეთო ადამიანმა რომ სულიერ ბედნიერებას მიაღწიო….
ყოველთვის ვინმეს ჭკუაზე გიწევს ცხოვრება -სრულად->

უსათაუროდ

მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი
და თქვა იესომ: “მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო”…”მიღალატებსო?”
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა,
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით,დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვიდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა.
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არა ჩანს და არ ჩანს!

ნუთუ,მოტყუვდა,შეცდა მოძღვარი
ბრძენი,მისანი,სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამრთლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა-ღაღადი,
მოკვდება ღმერთი,თუ ეხლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითაო ეს უმძიმესი
საქმე – გავიღო მსხვერპლი საჩინო:
უნდა გავწირო კაცი-იესო,
ქრისტე-ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა,როგორც მოცხარი
და მე ავდექი,ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!..
* * * * * * * * * * * * * * *

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

________________________________

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!